მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Izrune.ge-ს ღირსეულ თანამოაზრეთა შორის ერთერთი საპატიო ადგილი ვანის N2 საჯარო სკოლასა და მის ლიდერ დირექტორს, თეონა ადეიშვილს უჭირავს.
წარმატებული მენეჯერი გამოცდილ და პროფესიონალ პედაგოგებთან და რა თქმა უნდა, აქტიურ მშობლებთან ერთად სასკოლო ცხოვრების განვითარებასა და მოსწავლეთა წინსვლაზე Izrune.ge-ს ინოვაციური მიდგომებით ზრუნავს.
და ახლა მზრუნველი სკოლა მზრუნველ გამოცდილებას გვიზიარებს.
ვანის N2 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი თეონა ადეიშვილი :
„მშობლებს ხშირად ვეუბნები, რომ Izrune.ge მათი შვილების ცოდნის ინდიკატორია, რომ ეს პორტალი სწავლის მოტივაციას ზრდის და სასკოლო ცხოვრებაში ოჯახების სისტემურ ჩართვას უზრუნველყოფს. არიან მშობლები, რომლებსაც ყოველდღიურად ვერ ახერხებენ სკოლაში მოსვლა, Izrune.ge-სთან ერთად კი სკოლის პულსაციაზე უდევთ ხელი და თვალს ადევნებენ შვილების განვითარების დონეს. ინდივიდუალური, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული ტესტები, რომლებიც Izrune.ge -სგან ყოველ ხუთშაბათს მიეწოდებათ მოსწავლეებს, მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი მზრუნველობის დღესასწაულია.
Izrune.ge საგანმანათლებლო აზარტია, ოჯახებს მისდით შეტყობინება -„არ დაგავიწყდეთ შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“, შემდეგ გადიან მამოტივირებელ ტესტებს, იღებენ წამახალისებელ დიპლომებს და წარმატებისთვის ყოველკვირეულად ემზადებიან.
ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან გრძელვადიანი პერსპექტივები გვაქვს. მჯერა, მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ტესტებში, „ეტალონი მოსწავლის“სტატუსის მოპოვება არ გაუჭირდებათ. ამასთან, იქნებიან გამოცდებთან ადაპტირებულნი და ტესტი მათთვის სტრესთან აღარ იქნება დაკავშირებული. Izrune.ge ცოდნის დაგროვებაში, გამოყენებაში, სინთეზსა და ანალიზში დაეხმარება მომავალ თაობას.“
ვანის N2 საჯარო სკოლის III ბ კლასის დამრიგებელი ლელა დვალიშვილის შეფასებით, Izrune.ge-სთან ერთად მშობლები სასკოლო ცხოვრებაში მეტი აქტივობითა და ინტერესით ერთვებიან და საინტერესო ტესტები მოსწავლეთა წინსვლის მოტივაციას ზრდის:
„მეორე წელია, რაც ჩემი მოსწავლეები Izrune.ge-ს დიდ ოჯახს აქტიურად და წარმატებით უერთდებიან. ამ დროის გამოცდილებით, შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო ტესტებით ბავშვებს სისტემაში მოჰყავთ საკუთარ ცოდნა, დამოუკიდებლად აზროვნებას სწავლობენ და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს ივითარებენ. შვილების წინსვლას მშობლებიც ხედავენ და მეტი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, ხშირად განვიხილავთ მოსულ ტესტებს, ვიძიებთ დამატებით ინფორმაციებს და ვიღრმავებთ ცოდნას. მშობლები ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ნათლად ხედავენ შვილის განათლების დონესა და მისწრაფებებს, საზღვრავენ , რა მიმართულებითაა სწავლება გასაძლიერებელი და ერთობლივი ზრუნვითა და მუშაობით ვაუმჯობესებთ შედეგებს.“
IIIბ კლასის ერთერთი წარმატებული მოსწავლე გიორგი თვალაბეიშვილია. მასზე განსაკუთრებულად მამა, რომეო თვალაბეიშვილი ზრუნავს. ოჯახი მოუთმენლად ელის ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. მამის შეფასებით, გიორგი Izrune.ge-სთან ერთად მრავალმხრივ ვითარდება და სწავლისადმი მოტივაციაც ეზრდება:
„განსაკუთრებით მომწონს იზრუნეს სააზროვნო კითხვები, მათემატიკური ნაწილი, რომელიც გიორგისგან სწრაფ ანგარიშსა და სხარტ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მაქსიმალურად ვცდილობ, არ ჩავერიო პასუხებში, მინდა, დამოუკიდებლად აზროვნებას მიეჩვიოს და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. Izrune.ge კომპიუტერული რესურსების შემეცნების კუთხით გამოყენებას ასწავლის ახალგაზრდებს, სახალისოს ხდის სწავლის პროცესს და თავდაჯერებულობას მატებს მოსწავლეებს.“
ვანის N2 საჯარო სკოლის IIა კლასის დამრიგებლის, თეა ნიკოლეიშვილის თქმით, Izrune.ge-ს ზრუნვა და წარმატება გადამდებია და პორტალთან ერთად მრავალმხრივ განვითარებული მომავალი ეზრდება ქვეყანას:
„ჩვენი კლასიდან, თავდაპირველად, რამდენიმე მოსწავლე ჩაერთო. ტესტების გავლის შემდეგ გაკვეთილზე რომ მოვიდნენ და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, დანარჩენმა მოსწავლეებმაც სთხოვეს მშობლებს პორტალში ჩართვა, მას შემდეგ კი ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ დიდი სიხარულით ველით. Izrune.ge მომავალი თაობის წარმატებაზე ზრუნავს და პედაგოგებსა და მშობლებს დიდ პასუხისმგებლობას გვმატებს საქვეყნო საქმის წინაშე. ინდივიდუალურ და მამოტივირებელ ტესტებთან ერთად მოსწავლეები მრავალმხრივ ვითარდებიან, ცოდნის ეფექტურად გამოვლენას ეჩვევიან და მომავალი წინსვლისთვის ემზადებიან.“
IIა კლასის ერთერთი წარმატებული მოსწავლეა თენგო ცხადაშვილი, რომელიც შემაჯამებელ ტესტს დედასთან, მაკა მეფარიშვილთან ერთად გადის. ყველაზე მეტად იზრუნეს ანიმაცია მოსწონს და დიპლომების მოპოვება ახარებს. დედის შეფასებით, თენგო Izrune.ge-სთან ერთად ყოველკვირეულად იზრდება და წარმატებისთვის საჭირო უნარებს ივითარებს:
„მახარებს და მადლობელი ვარ, რომ სკოლამ ინოვაციური პორტალით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. Izrune.ge მრავალმხრივი უნარების განვითარებასა და მოზარდის მოტივირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მშობლებიც მეტი აქტივობით ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში და პედაგოგებთან ერთად ვზრუნავთ შვილების ბედნიერ მომავალზე. პორტალთან ერთად სწავლის პროცესი მეტად საინტერესო და სახალისო გახდა თენგოსთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს კლასს, სკოლასა და Izrune.ge-ს, რომელიც ძალიან შეგვიყვარდა.“
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა