მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში გახდეს შესაძლებელი პროფესიული განათლების მიღება“,- ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინე წეროძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც წეროძემ აღნიშნა, 7 ახალ მუნიციპალიტეტში კოლეჯების მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მისი განმარტებით, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აშენება იგეგმება: ჩოხატაურში, ბორჯომში, ხაშურში, წყალტუბოში, მარტვილსა და მარნეულში.
მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რეგისტრაცია გამოცხადდება მშენებლობის, ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მოკლევადიან პროგრამებზეც, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელდება.
„უახლოეს დღეებში ჩვენ ვგეგმავთ გამოვაცხადოთ რეგისტრაცია მშენებლობის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მოკლევადიან პროგრამებზეც, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელდება. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში გახდეს შესაძლებელი პროფესიული განათლების მიღება. სწორედ ამ მიზნით წელს დავიწყეთ დამატებით შვიდ ახალ მუნიციპალიტეტში კოლეჯების მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. 2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ეს სამუშაოები პროფესიული განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული და მისი მთავარი ამოცანაა მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების ზრდა, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის უზრუნველყოფა“,-განაცხადა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება