მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე თიკო ცალუღელაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში - „საქართველოს ეროვნული ბანკი 100“ წარმატებას მიაღწია.
საქართველოს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. მათ შორის არის ზარიძეების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე თიკო ცალუღელაშვილი.
სკოლის აღსაზრდელის პედაგოგი ევა ცალუღელაშვილია.
მოსწავლე-მასწავლებელმა, დანარჩენ გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად, ყვარლის ფულის მუზეუმი მოინახულეს.
„სკოლის სახელით ვულოცავ თიკოს და მის პედაგოგს ევა ცალუღელაშვილს წარმატებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა