სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ახალი სამკითხველო დარბაზი გაიხსნა
01-04-2019
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ახალი სამკითხველო დარბაზი „ცოდნარიუმი“ გაიხსნა.

მოსწავლეებსა და პედაგოგებს ეს მნიშვნელოვანი დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბადრი პაპავამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა მიულოცეს.

სტუმრები წიგნის დანიშნულებისა და განათლების მიღების აუცილებლობის შესახებ წარმოდგენილ თემატურ ღონისძიებას დაესწრნენ და მოუსმინეს მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ ლექსებსა და გამონათქვამებს წიგნზე.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ლილე ჩხაბერიძისა და მარიამ ჯიმშელეიშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ დედა ენაზე.

„განათლება და მეცნიერება ქვეყნის განვითარებისთვის გამორჩეულად პრიორიტეტული, გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სფეროებია. ხელისუფლების მიერ განხორციელებული განათლების რეფორმა არის უპრეცედენტო, ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად პროცენტულად გაიზრდება ამ სფეროს დაფინანსება, მოხდება პედაგოგების ხელფასების 1000-1500 ლარამდე მატება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა სწორედ წიგნიერი მომავალი თაობის აღზრდაზე აისახება დადებითად, ჩვენ პრიორიტეტად ავირჩიეთ განათლება, ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯება ამ მიმართულებით, რადგან არ არსებობს უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ცოდნა, ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია ჩვენი ნიჭიერებით, ცოდნით მოვიპოვოთ წარმატებები და აღიარება“ - განაცხადა პარლამენტარმა ცოტნე ზურაბიანმა.

მოსწავლეებს ახალი სამკითხველო დარბაზის გახსნა მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა:

„მე-4 საჯარო სკოლას აქვს დიდი ტრადიციები. მიხარია, რომ ამ საგანმანათლებლო სივრცეში დღეს კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა და ჩვენს პატარებს აქვთ შესაძლებლობა შეიყვარონ წიგნი, გამოიმუშავონ წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევები, მინდა გაცნობით, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაიწყება ორი საჯარო სკოლის მშენებლობა (სოფელ გეგუთისა და წყალტუბოში), ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის 20 სკოლაში ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება. განათლების სფეროში განხორციელებული ინვესტიცია არის ყველაზე ღირებული ინვესტიცია“. 

ახალი სამკითხველო დარბაზის გახსნა დადებითად შეაფასა, განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმებისა და წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა. 

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ნუცუბიძის თქმით, სკოლას აქვს მდიდარი, განახლებული ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზში კი მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ და დაამუშაონ ინფორმაციები მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებზე. 

„ღონისძიების დასასრულს, განსაკუთრებით საინტერესო იყო ბატონი ცოტნეს ინიციატივა, მოსწავლეებთან ერთად აეწყოთ საქართველოს ინტერაქციული რუკა. პატარები სიხარულით და ხალისით აწყობდნენ ძვირფას სტუმრებთან ერთად საქართველოს მხარეების რუკას. ეს იყო საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის საოცარი სიმბოლური ჟესტი“ - აღნიშნა მან. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება