მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებამ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გამართა.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ტურნირში მესამე ადგილი დაიკავეს.
სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ინგა მიქელაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგს მიულოცა გამარჯვება და დიპლომები გადასცა.
„სკოლის ფიზიკური კულტურის პედაგოგს, მაგარამ მაგარამოვს უამრავი გამარჯვება აქვს მოპოვებული სხვადასხვა შეჯიბრებაში. ის დაუღალავად შრომობს და წრთვნის მოსწავლეებს. ნებისმიერი საგნის პედაგოგის მიღწევა სკოლის წარმატება და წინსვლაა, რაც ხელს უწყობს ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და ამაღლებს სასკოლო ცხოვრების კულტურას“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა