მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ივანე ხრიკულის სახელობის ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედისა და ქალის დღისადმი მიძღვნილ სასკოლოთაშორისო ფესტივალში - „იავნანა“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ფესტივალში ინტერესით ჩაერთნენ, შედეგმაც არ დაყოვნა, ჟიურის მოწონება დაიმსახურა ორმა ნომერმა - სიმღერა დედაზე, რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლემ ხატია მაზიაშვილმა შეასრულა და თეატრალურმა ინსცენირებამ თემაზე - „ჩიტს გაზაფხული ახარებს, ჩვილს დედაო“.
ფესტივალის ორგანიზატორებმა სკოლას ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელი და ხატი გადასცეს. სკოლის დირექციამ კი ყველა მონაწილე მადლობის ფურცელით დაჯილდოვა. დირექციამ ასევე მადლობის ფურცელი გადასცა მასწავლებლებს მზევინარ ბუბუტეიშვილს და მარიამ ლომიძეს, რომლებმაც ფესტივალისთვის მოამზადეს მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა