მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ისრაელში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.
მიმდინარე წლის 4-9 მარტს თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ისრაელის ქალაქ კირიათ გადის Zeev Boim ORT School და Meir High School სკოლების მოწვევით, მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.
ამავე სკოლების ორგანიზებით დაგეგმილი იყო ძალიან საინტერესო ღონისძიებები, ექსკურსიები და აქტივობები საწარმოებში, ლაბორატორიებში, ვაიცმანის სამეცნიერო ცენტრში, სკოლაში, იერუსალიმში, თელ-ავივში, იაფოში.
ვიზიტის პერიოდში, თელავის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ოჯახებში სტუმრობდნენ ისრაელის მეგობარი (2016 წლიდან ორ სკოლას შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ) გედერას უმაღლეს სკოლის დირექტორი რეიჩელ ტალი, ქიმიის მასწავლებელი ეფრატ კორენი, მოსწავლეები და მათი მშობლები. ასევე სკოლას უმასპინძლა ქალაქ გედერას მერმა, გომრიელ იოელმა.
თელავის N7 საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ქალაქ გედერას და კირიათ გადის მერიასა და სკოლების დირექციას გულთბილი მიღებისთვის და მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა