სიახლეები
სკოლები, სიახლეები

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის კონკურსი „მე ვწერ ქართულად“ დაიწყო
02-04-2019
-
+


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის, კონკურსი სახელწოდებით „მე ვწერ ქართულად“ გამოცხადდა.

კონკურსის მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება და წახალისებაა.

კონკურსის დაწყების შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა თბილისის N98 საჯარო სკოლაში განაცხადა. შეხვედრაზე, რომელსაც N98, N104 და N73 სკოლების უფროსკლასელები  ესწრებოდნენ, კონკურსის პირობებსა და პროცედურებზე ისაუბრეს. აგრეთვე, თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და კულტურათაშორისი დიალოგი“ მოსწავლეებს შორის დებატები გაიმართა.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპზე თითოეულმა არაქართულენოვანმა სკოლამ/სექტორმა უნდა შეარჩიოს და შესაბამის რესურსცენტრს წარუდგინოს IX კლასის მოსწავლის ერთი კანდიდატურა. სკოლა თავისუფალია შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაში. მეორე ეტაპზე სკოლებიდან წარმოდგენილ მოსწავლეებს თითოეულ რესურსცენტრში ჩაუტარდებათ საშუალო სირთულის, 120/130 სიტყვის მოცულობის ტექსტის კარნახი. შედეგად, თითოეული რესურსცენტრის მიერ ორი გამარჯვებული გამოვლინდება. მესამე ეტაპზე კი  მოსწავლეებს ჩაუტარდებათ საშუალო სირთულის ტექსტის კარნახი შეზღუდულ დროში, რომლის გამარჯვებულებიც კიდევ ერთ, 150 სიტყვის მოცულობით რთული ტექსტის კარნახს დაწერენ. ტექსტებს თანამედროვე მწერალი შეადგენს.

საბოლოოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კომისია 3 გამარჯვებულს 14 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოავლენს. გამარჯვებული კონკურსანტები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება