მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგები სისტემატიურად გეგმავენ და ატარებენ მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ გაკვეთილებს.
ამჯერად, მასწავლებელმა მზია ხარაიშვილმა პირველ კლასში გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას, კერძოდ ცოცხალი საკვების მიღების მნიშვნელობას მიუძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
„გაკვეთილის თემატურ და მიზნობრივ დატვირთულობასთან ერთად ეფექტური იყო სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა, მოსწავლეთა ინტერესი და აქტიურობა. მოსწავლეები ჯგუფებში გადანაწილდნენ და ერთმანეთს ბოსტნეულის ამოცნობაში, ცოცხალი სალათების მომზადებასა და სუფრის გაწყობაში ეჯიბრებოდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა