მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, პროექტის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ფონდს პროექტის განსახორციელებლად, ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა.
„აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი პრობლემა და გამოწვევა არსებობდა, თუმცა ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ დედაქალაქის მერიამ 2015 წლიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება დაიწყო. დღეს ეს დაფინანსება შვიდჯერ არის გაზრდილი და დაახლოებით, ოთხ მლნ ლარს უთანაბრდება. ამ ეტაპზე, 951 ბენეფიციარი გვყავს, თუმცა პრობლემები დღესაც არსებობს. მაგალითად, 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებისთვის არ არსებობს სერვისცენტრები. ამ პროექტით კი შევძლებთ, აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. დედაქალაქის მერიამ, დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა გადასცა ფონდს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა მშენებლობის ყველა ეტაპზე. მზად ვარ, თქვენთან ერთად ჩავება კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ბიზნესსექტორის მეტი წარმომადგენელი ჩავრთოთ აღნიშნულ საპატიო პროცესში და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და სახელმწიფოს თანადგომით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აუტიზმის ეროვნული ცენტრი, რომელიც რეგიონული მნიშვნელობისაა და ანალოგი არ აქვს, აუტისტური სპექტრის მქონე 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს მოემსახურება. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება