მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებების ერთიანი ხედვა მზადდება, რომლის სამუშაო ვარიანტი აპრილის ბოლოს მზად იქნება, მაისში კი მისი განხილვა შესაძლებელი იქნება.
ამის შესახებ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით წარადგინა. კანონპროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.
„განათლების სისტემის რეფორმის, კონკრეტულად გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებების ერთიანი ხედვა უკვე მზადდება. აპრილის ბოლოს განათლების უწყებას ექნება სამუშაო ვარიანტი, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ასევე საგამოცდო სისტემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე. მაისში კი გვექნება განხილვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ჯაშმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება