მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მზევინარ ქობალიამ II-IV (კლასკომპლექტი) კლასში ჩაატარა გაკვეთილი არაფორმალურ გარემოში დონალდ ბისეტის მოთხრობის თემაზე ,,ვეფხვის ბოკვერი, ზოლები რომ დაკარგა“.
გაკვეთილის ტექსტს მოჰყვებოდა ქადების რეცეპტი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს გამოეცხოთ ქადები და გამასპინძლებოდნენ თანასკოლელებს.
გაკვეთილი გამოირჩეოდა მაღალი მოტივაციით, მოსწავლეები სწავლობდნენ კეთებით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა მიაღწია ესგ სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს. გაკვეთილში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. გაკვეთილის დასრულებისთანავე ისინი გაუმასპინძლდნენ თანასკოლელებს. გაკვეთილმა დადებითად იმოქმედა მოსწავლეებზე, ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა კიდეც: „მე ვიპოვე ჩემი პროფესია! მინდა გამოვიდე შეფმზარეული“.
„მოსწავლეებთან სახალისო გარემოში ჩატარებული გაკვეთილით გაცილებით უკეთეს შედეგს ვიღებ“ - აღნიშნა მასწავლებელმა მზევინარ ქობალიამ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა