მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკითხი, რომელიც საატესტატო გამოცდების სისტემის ცვლილებას, კერძოდ, ზოგადი განათლების სისტემაში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ წარადგინა.
მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენისას გამოითქვა წინადადება-რეკომენდაცია სამოქმედო გეგმის წარდგენის აუცილებლობასა და ატესტატის გაცემის წესთან დაკავშირებით კომისიის შექმნის თაობაზე, რასაც სამინისტრო არ იზიარებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქმე ისაა, რომ სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება სამინისტროს ისედაც აქვს და მას მთავრობა განიხილავს. რაც შეეხება ატესტატის გაცემის წესსა და პირობებს, ეს სამინისტროს პრეროგატივაა და იგი თვითონ უზრუნველყოფს ამ საკითხის გადაწყვეტას.
კომიტეტის წევრების საერთო მოსაზრებაა, რომ განათლების სისტემაში საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, თუმცა ამ ეტაპზე კანონში ცვლილებების შეტანაც აუცილებელია. კანონპროექტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ამ ცვლილებებს საფუძვლად უდევს მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანია მე-11 მე-12 კლასელებთან მიმართებაში აქცენტი განათლების რეალურ მიღებაზე გაკეთდეს და არა სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მომზადებაზე.
გარდა აღნიშნულისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ნაწილში ემატება გარდამავალი შინაარსის ნორმა, რომლის თანახმადაც ხდება იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
საბოლოოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება