მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ფოთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ფოთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნიკოლოზ გრიგოლია, ფოთის რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს კი „ეტალონისა“ და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცათ.
ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებს თავდაჯერებულობას სძენს და აძლევს მათ საშუალებას მიაღწიონ წარმატებას საკუთარი განათლებით:
„მე ვთვლი, რომ ბატონი გოჩა მართლა ქართულ საქმეს აკეთებს. პოზიტივი, რომელსაც ის ნერგავს ახალგაზრდებში და ამ პოზიტივთან ერთად იმედი, სძენს ამ ბავშვებს თავდაჯერებულობას, რომ სწორედ ისინი არიან ამ სამყაროში თავისი თავის ბატონ- პატრონი და აქვთ საშუალება მიაღწიონ წარმატებას საკუთარი განათლების წყალობით“.
განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ გრიგოლიამ პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გამარჯვებულს წარმატებები უსურვა:
„გლობალურ სამყაროში განათლება უძლიერესი იარაღია. ასეა ეს, ჩვენი ქვეყნისთვისაც. ამდენად, „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ჩვენს გამარჯვებულს პროექტის ფინალში წარმატებებს ვუსურვებ“.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ წარმატების მოპოვებაში:
„მსგავსი კონკურსები მოტივაციას ზრდის და მეტ სტიმულს აძლევს მოსწავლეებს. ბავშვები ამ პროექტის დახმარებით ცნობადი სახეებიც ხდებიან. ბავშვი, რომელიც მხოლოდ მისი სივრცისთვის, მისი სამეგობროსთვის არის ცნობილი, გამარჯვების შემთხვევაში უკვე ცნობილი ხდება ძალიან ბევრი მისი თანატოლისთვის, საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მოსწავლეები ძალიან აქტიურები არიან, დღეს 70 მოსწავლე გვყავდა მეორე ტურში წარმოდგენილი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე გულდაწყვეტილი დაგვრჩა. იმედია, ისინი მომავალ წელს გაიუმჯობესებენ შედეგებს და მოიპოვებენ მეორე ტურში მონაწილეობის შესაძლებლობას“.
ფოთის ინტელექტ- ჩემპიონატის ფინალი ემოციური აღმოჩნდა გამარჯვებულის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისთვის დარეჯან ინჯგიასთვის:
„ჩემთვის, ჩემი მოსწავლის გამარჯვება- ეს არის ძალიან დიდი ემოცია. ლუკას ვუსურვებ დიდ წარმატებას და მწვანე გზას მთელი ცხოვრების მანძილზე. ის იმდენად ნიჭიერი ბიჭია, რომ დარწმუნებული ვარ იქნება არა მხოლოდ ქალაქის არამედ მთელი ქვეყნის სახე. მან მოიპოვა უფლება მომავალი სასწავლო წელი გაატაროს ამერიკაში, სადა ც დარწმუნებული ვარ ღირსეულად წარადგენს ჩვენი ქვეყნის სახელს“.
„ფოთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული კერძო სკოლა „გიმნაზიის“ X კლასის მოსწავლემ ლუკა გოგმაჩაძემ მოიპოვა:
შეჯიბრში გამარჯვებულმა „ფოთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.