მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ანაგის საჯარო სკოლა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
სკოლის წარმოამდგენლის თქმით, სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა ნანა გოგოლაშვილმა უპრეცენდენტო, მასშტაბური, ღრმა და ყოვლისმომცველი ცნობიერების ამაღლების კამპანია დაგეგმა, რომელშიც ამავე სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე მონაწილეობდა.
მოსწავლეები ჯერ პედაგოგებისა და მეგობრების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ, შემდეგ კამპანიამ ქუჩაში გადაინაცვლა და სრულიად სოფლის მოსახლეობა, ყველა აქტიური დაწესებულება მოიცვა.
მოსწავლეთა გზავნილი იყო აუტიზმთან დაკავშირებული მითების მსხვრევა და რეალური სურათის წარმოჩენა.
კამპანიას აქტიურად შეუერთდა სოფლის ექიმთა, ადგილობრივ საჯარო მოხელეთა, გამვლელთა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირთა ჯგუფები.
„სახალხო, სახალისო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ანაგის საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა დაგეგმა და განახორციელა. ასეთი აქტივობებით ცდილობს ქალბატონი ნანა თვითვეული მოქალაქის ცნობიერების ამაღლებას. ეს პედაგოგის დაგეგმილი რიგით მეორე მაშტაბური ხასიათის ღონისძიებაა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე