მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა 2017 წლიდან „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ პროექტში „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეობს.
ამ პროექტისთვის საქართველოს მასშტაბით, სულ 15 სკოლის დირექტორი შეირჩა, რომლებიც წარმოადგენენ პროექტის საბჭოს და ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების დახმარებით შეიმუშავებენ სკოლის შეფასებისა და განვითარების სხვადასხვა მოდელს.
პროექტი 3-წლიანია, რომელიც სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებს ითვალისწინებს, მისი მიზანი საბჭოს წევრების ცოდნის გაღრმავებაა სკოლის განვითარებისთვის შეფასების სისტემის შემუშავებაში, ამ სისტემის სკოლაში დანერგვისა და განვითარების საკითხებში. აპ პროექტის ფარგლებში, სკოლას კონსულტაციას უწევს გერმანელი ექსპერტი ჰარტმუდ მეიერი.
„ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა ორიენტირებულია ახალი მიდგომებისა და იდეების ძიებასა და დანერგვაზე, რაც ცვლის სკოლის საზოგადოების შეხედულებებს სკოლის საქმიანობის შესახებ. სკოლას გაცნობიერებული აქვს, რომ თვითშეფასება, ცვლილებები და ინოვაციები მნიშვნელოვანია სკოლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ამიტომ 2017 წლიდან მონაწილეობს პროექტში „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
ქალაქ ხაშურში, ფალიაშვილის ქუჩის N10 ნომერში 1956 წლიდან ფუნქციონირებს სკოლა, რომელსაც ამჟამად გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა ეწოდება, თუმცა მისი არსებობა 1893 წლიდან აითვლება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე