მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გავაზის სკოლის დირექტორის ლელა კაპანაძის ინიციატივით, სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმში დაცულია უძველესი ნივთები, რომლებსაც სკოლის დირექტორი და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები დიდი მონდომებით აგროვებდნენ. მათ შექმნეს საინტერესო ექსპოზიცია - ''ერთი დიდი ძველი ოჯახი''...
სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი გავაზის სკოლის პედაგოგებისათვის დამხმარე თვალსაჩინო მასალაა მომავალი თაობის სწორად აღზრდის, ზნეობრივად გამართული, ჯანსაღად მოაზროვნე, წარსულის პატივისმცემელი მოქალაქის ჩამოყალიბებისათვის.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ადამიანისათვის ყველაზე დიდი პატივი და ღირსება ისტორიის პატივისცემაა. წარსულის მემკვიდრე და პატრონიც ის არის, ვინც მომავალზე ფიქრობს და აწმყოს აშენებს. სწორედ ამ სულისკვეთების განმტკიცების მიზნით შეიქმნა სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმი.
სკოლის დირექტორის თქმით, სასკოლო მუზეუმი ყოველთვის არის და იქნება ყველა საგნის სწავლებისათვის ხელშემწყობი გარემო და ადგილზე სწავლების შესანიშნავი რესურსი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...
„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს
ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი მოვალეობაა კარგად სწავლა, საშინაო დავალებების შესრულება, წესრიგის დაცვა, სკოლის შინაგანაწესის შესრულება, სკოლის ქონების გაფრთხილება