მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 11 წლის გოგონა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ძმასთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა, ჩამოსვლისას კი ფეხი დაუცურდა და სახურავის რკინის კონსტრუქციაზე შემთხვევით თავსაბურავით ჩამოეკიდა. გოგონა ოჯახის წევრებმა გაგუდული იპოვეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური etaloni.ge-სთან საუბრისას მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებს და თვითმკვლელობას გამორიცხავს, სხვა დეტალებზე კი ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, გოგონა მე-5 კლასში სწავლობდა, მას მშობლები და და-ძმა ჰყავს.
„გოგონა სოფელ წინუბანში დუისის საჯარო სკოლის შემავალ სკოლაში სწავლობდა. უბედური შემთხვევა იყო, დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს, ვერ დაგიზუსტებთ. მას და-ძმები და მშობლებიც ჰყავს. გოგონა მე-5 კლასში სწავლობდა“,-განგვიცხადა ლილი სვიაკაურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება