მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის, სარეკის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მირანდა კუპატაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის FLEX-ის გამარჯვებულია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მირანდა კუპატაძე გარემოსდაცვით პროექტში წარმატებით მონაწილეობს. ამასთან, იგი ხელოვანია და საჩხერის სამხატვრო სკოლა აქვს დამთავრებული. სკოლის აღსაზრდელი ასევე არაჩვეულებრივად უკრავს ფორტეპიანოზე და მუსიკალურ ფესტივალზე წარმატებაც მოიპოვა.
„მირანდას გულითა და სულით ვულოცავთ და მომავალი სასწავლო წელი აშშ-ში კიდევ უფრო წარმატებული ჰქონდეს. მირანდა ჩართულია სკოლის საქმიანობებში, ის პროექტ ,,ნიკო კეცხოველის“ ერთ-ერთი აქტიური წევრია, ღიმილიანი და პოზიტიური გოგონაა. მირანდა არაჩვეულებრივად უკრავს ფორტეპიანოზე და რამოდენიმე წლის წინ დიდი წარმატება მოიპოვა თურქეთის ქალაქ მარმარისში, მუსიკალურ ფესტივალზე. მისი წარმატებების შესახებ სოციალურ ქსელში განთავსებულია ინფორმაცია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა