მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნული გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000-მდე კანდიდატი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - 4 600-მდე სტუდენტი.
გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ წინა წლების მსგავსად, მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რეგისტრაცია ბოლო დღეებში გაიარა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30% პროცენტზე მეტია.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდის მონაწილეებს გაითვალისწინონ ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.naec.ge წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები - ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება