მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 6 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ქეთევან დევაძე:
„ეტალონი“ საგანმანათლებლო და მამოტივირებელი მიდგომებით მოსწავლეების დიდი აქტივობითა და სიყვარულით სარგებლობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ეროვნულ ჩემპიონატთან წლებია, თანამშრომლობს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ველით „ეტალონის“ სტუმრობას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს.“
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მადონა დავითაძე:
„ახალგაზრდები მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში. პროექტი მათი ცოდნის გამოვლენა-წახალისებას ემსახურება და ჩვენც მხარში ვუდგავართ განათლებულ მომავალს. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ „ეტალონსა“ და ჩვენს მოსწავლეებს.“
ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე:
„ტრადიციულად, მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა შესარჩევ ტურში. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა, გამოვლინდნენ გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებიც ჩემპიონატის მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩვენს მოსწავლეებს.“
ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა თურმანიძე:
„ეტალონი“ განათლების პოპულარიზება- წახალისებით საქვეყნო
საქმეს ემსახურება. ჩვენი მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში, ავლენენ
საკუთარ შესაძლებლობებს და წინსვლის მეტი მოტივაცია უჩნდებათ. მივესალმები პროექტს
და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს.“
ზემო ახალშენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სულხან
ხარაბაძე:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით ჩაიარა. „ეტალონი“ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც განათლების წახალისებას ემსახურება და მოზარდის მოტივაციას ზრდის. მოუთმენლად ველოდებით შედეგებს და მეორე ტურში მონაწილეობას.“
ზემო ახალშენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამილა ნაგერვაძე:
აჭარისწყლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა გორგოშაძე:
„ეტალონის“ პირველ ტურში მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა. რამდენიმე მონაწილე წინა წლებშიც ცდიდა ჩემპიონატში ძალებს, ტესტირების დაწყებამდე მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს. მოსწავლეებს „ეტალონთან“ ერთად განათლებისა და წინსვლის მოტივაცია უმაღლდებათ, რაც მისასალმებელია.“
ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხაბაძე:
„ჩვენი ბავშვები ყოველთვის მოუთმენლად ელიან „ეტალონში“ მონაწილეობას. იშვიათია ასე ორგანიზებულად და საინტერესოდ მოწოდებული ტესტები და ჩემპიონატის ფორმატი. ეროვნულ პროექტთან ერთად მოსწავლეები საკუთარი შესაძლებლობების თამამად გამოვლენას სწავლობენ, სხვადასხვა საგანში იღრმავებენ ცოდნას და ლოგიკურ მსჯელობას ეჩვევიან. „ეტალონი“ დიდი გამოცდილება და მოტივაციის წყაროა მათთვის.“
ჯოჭოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი იამზე ხოროიშვილი:
„წარმატებული პირველი ტურის შემდეგ მოუთმენლად ველით „ეტალონის“ სტუმრობას. ჩვენი ბავშვები ყოველთვის დიდი ინტერესით ერთვებიან ეროვნულ ჩემპიონატში და საკუთარ ძალებს ცდიან, იღებენ გამოცდილებას და სამომავლო წინსვლისთვის ემზადებიან.“
თხილნარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ კარანაძე:
„მივესალმები „ეტალონსა“ და მის შემეცნებით-მამოტივირებელ მიზნებს. ტესტირების პირველმა ეტაპმა მოსწავლეთა მაღალი აქტივობითა და ინტერესით ჩაიარა. საინტერესო კითხვები ყველა საგანს მოიცავდა და ბავშვებსა თუ სკოლას ცოდნის შეფასებისა და გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩვენს მოსწავლეებს მეორე ტურში.“
თხილნარის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელენე ბათაძე:
„წლებია, „ეტალონთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ჩვენი მოსწავლეები ჩემპიონატთან ერთად მრავალმხრივ იზრდებიან და ვითარდებიან. ყოველთვის დიდია ბავშვების დაინტერესება და მოტივაცია. მოუთმენლად ელოდნენ ტესტირების შედეგებს და ახლა ერთი სული აქვთ როდის დაესწრებიან ღონისძიებას. ვისურვებდით, რომ „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეს დაბრუნებოდა და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის მიეცა განათლებისა და წინსვლის სტიმული.“
კაპრეშუმის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე თურმანიძე:
„მოსწავლეთა მაღალი აქტივობით, მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა ტესტირებამ. „ეტალონი“ ბავშვების ცოდნის გამოვლენა-წახალისებას ემსახურება და დიდ გამოცდილებას აძლევს მათ მომავალი წინსვლისთვის. ვგულშემატკივრობთ პროექტს და წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს.“
კაპრეშუმის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზაირა კეკელიძე:
„მოსწავლეებს უყვართ „ეტალონი“ და ყოველთვის დიდი სიხარულით ერთვებიან პროექტში. ჩემპიონატში მონაწილეობით მათ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოცდა კონკურენტუნარიან გარემოში უწევთ, სწრაფ აზროვნებას ეჩვევიან და მეტად არიან წინსვლაზე ორიენტირებულნი. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.“
ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი მარად არძენაძე:
„ეტალონი“ ჩვენს მოსწავლეებში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. იმდენად დიდია დაინტერესება, რომ სურვილი აქვთ, ტესტირება მეტი სიხშირით ტარდებოდეს. ჩემპიონატი ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს და წარმატების მიღწევაში ეხმარება, ამასთან, მნიშვნელოვანი მოტივატორია. ვგულშემატკივრობთ „ეტალონსა“ და საქართველოს განათლებულ მომავალს.“
ერგეს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლეილა ლორთქიფანიძე:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. „ეტალონი“ მათ ცოდნის წარმოჩენა-განმტკიცებისა საშუალებას აძლევს. პროექტის დიდი მადლიერი ვარ, რომ ახალგაზრდებს წინსვლის მოტივაციას უმაღლებს და ამასთან, მინდა აღვნიშნო, დღეს რომ სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ პროექტის დიდი დამსახურებაა.“
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.