მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნორვეგიელი პროფესორების და მუსიკის პედაგოგიკის სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი (სულ 15 სპეციალისტი) ყოველწლიურად (2016-2019) ჩამოდის საქართველოიში და მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილებს ატარებს.
მიმდინარე წელს 3 აპრილს სკოლაში ჩატარდა მასტერკლასი II-IX კლასების მოსწავლეებისა და მუსიკის მასწავლებლებისათვის და ასევე შემაჯამებელი კონცერტი.
„სახ. კონსერვატორია და ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს (Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession, პროექტის ნომერი CPEA-2015/10004 - 2016-2019), რომელიცსრულად არის დაფინანსებული ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ (SIU). პროექტი მოიცავს ინსტიტუციური განვოითარების სხვადასხცვა მიმნართულებას, თუმცა მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს მუსიკის სწავლების დასავლური მეთოდოლოგიის გაცნობა და გაზიარება. ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ერთ-ერთი ლიდერია მუსიკის პედაგოგიკის სფეროში. კონსერვატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს მასთან.
მუსიკა კრეატიული ხელოვნებაა, ასე რომ მუსიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მიზნად ისახავს კრეატიული უნარების გამომუშავებას ბავშვებში, მუსიკის გაკვეთილები ეხმარება მათ გამოხატონ საკუთარი თავი, გაიმდიდრონ წარმოსახვა, სიამოვნება მიიღონ მუსიკისგან. დასავლური საგანმანათლებლო სისტემის მრავალწლიანმა პრაქტიკამ (გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, დანია და სხვ) დაგვარწმუნა ზოგადი მუსიკალური განათლების ამ მიდგომის წარმატებასა და სისწორეში. ნორვეგიის მუსიკის აკადემიის მუსიკის სწავლების მეთოდოლოგია სწორედ ამ უნარების განვითრებაზეა მიმართული; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ უნარების გამომუშავება ხდება ბავშვის მუსიკალური მონაცემის მიუხედავად.
კონსერვატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან, გააჩნია საერთო ფასეულობები და ხედვა. კონსერვატორიას ხანგრძლივი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროანის N3 საჯარო სკოლასთან; დაარსების დღიდან მხარს უჭერდა სკოლას სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტის განხორციელებაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონსერვატორიის პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული მუსიკის სწავლების აკადემიურ პროცესში;
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მომზადების ეტაპზე ნორვეგიელი პროფესორებისა და კონსერვატორიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აღნიშნულ სკოლებში დაესწრო მუსიკის გაკვეთილებს და მოახდინა მუსიკის სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეების ინდენტიფიცირება სწორედ სწავლების მეთოდოლოგიის და მუსიკის პედაგოგთა მომზადების თვალსაზრისით“,-ნათქვამია წეროვნის N3 საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ