მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“.
პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.
აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2016 წელს ჩატარებული კონფერენციის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგს.
პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების თემატიკას ან ინტეგრირებულნი იყვნენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან.
სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2014 წლიდან ახორციელებს პროექტს„მასწავლებელი - მეგზურიევროპისკენ“.
პროექტი ორი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი კონფერენცია მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ და მეორე ეტაპი კონკურსი როგორც სემინარის მონაწილე, ისე პროექტის მეორე ეტაპზე ჩართვის მსურველი მასწავლებლებისათვის.
პროექტები მიიღება 2017 წლის 31 იანვრიდან - 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.
პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.