მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლაში ბუნებრივ კატასტროფებზე სამოდელო-ინოვაციური ინგლისური ენის გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილში IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გაკვეთილს უფროსი მასწავლებელი თამარ სამსონიძე უძღვებოდა.
პედაგოგმა etaloni.ge-ს გაკვეთილის მიზნისა და აქტუალობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა, რომელსაც უცვლელავ გთავაზობთ:
„ჩვენი გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა ტიპის ბუნებრივ კატასტროფებს და ბუნებრივი სტიქიური მოვლენების კლასიფიკაციას: ტიპების (არაზედაპირული, დედამიწისეული), წარმოშობის პირობებისა (კოსმოსური, მეტეოროლოგიურ-კლიმატური, ჰიდროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური და ა.შ.) და სტიქიურ-დამანგრეველი მოვლენის სახეობებს (სიცხე, გვალვა, ელვა, ქარები (შტორმი, სმერჩი, ტორნადო, ქარბორბალა და ა.შ.), ლიპყინული, სეტყვა, ნისლი, წვიმა და სხვ.). მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს ყველაზე საშინელი კატასტროფების შესახებ მსოფლიო ისტორიაში(ქარიშხლები, გვალვები, ტორნადოები და ა.შ), მოსწავლეები დაადგენენ ბუნებრივი კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს, შედეგებსა და პრევენციის გზებს (ააგებენ დიაგრამებს).
მოსწავლეები დარწმუნდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა და რისკების შემცირება. მოსწავლეები გაიმჯობესებენ კითხვით, წერით, სმენით და სამეტყველო უნარ-ჩვევებს, შექმნიან დიაგრამებს და დამზადებულ მაკეტთან (მაკეტებთან) დაკავშირებით შექმნიან კედლის გაზეთებს, გაიმჯობესებენ პრეზენტირების უნარებებს.
მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ რომ, ბუნებრივი კატასტროფების დიდი ნაწილი (მიწისძვრები, ვულკანები, ცუნამი, ტროპიკული ციკლონები და სხვ.) ბუნებრივი წარმოშობისაა და ადამიანი, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, მათ შეჩერებას ვერ ახერხებს.
სასწავლო მეთოდის აქტუალობა - მეთოდი „სასწავლო გაჩერებები" მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული, არ შეიცავს იძულებისა და ფრონტალური სწავლების ელემენტებს. იქიდან გამოდინარე, რომ მოსწავლეები თავად განაგებენ სასწავლო პროცესს მეთოდი ხელს უწყობს ავტონომიურ სწავლებას, რაც სახალისოს და მრავალფეროვანს ხდის სწავლის პროცესს, შედეგად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. ასევე, მეთოდი იძლევა დიფერენცირების საშუალებას, ძლიერი მოსწავლეები ეხმარებიან სუსტებს, ხდება პასუხისმგებლობების გადანაწილება, იძენენ ორგანიზებულობის უნარს“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ