მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15-17 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ყველა მსურველისთვის საინფორმაციო ტურები ჩატარდება.
ცენტრი შესაძლებლობას მისცემს სტუმრებს, შეხვდნენ საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ასევე გაეცნონ ახალ პროექტს goNaec, რომლებიც მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების ობიექტურად შემოწმებაში დაეხმარება.
თითოეული გამოცდისათვის მოეწყობა საილუსტრაციო კუთხე შინაარსობრივ თუ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული ვიზუალური და ნაბეჭდი პროდუქციით.
საინფორმაციო ტურის დაწყები დროა - 14:00, 15:00 და 16:00 საათი. მსურველები ტურის დაწყებამდე ათი წუთით ადრე უნდა მობრძანდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის N9), დაგვიანების შემთხვევაში ტური მონაწილე შეუერთდება მომდევნო ნაკადს.
სკოლებისათვის შესაძლებელია ტურის წინასწარ დაჯავშნა. ამისათვის დაუკავშირდით ნომერზე: 247 33 33
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.