სიახლეები
სკოლები

გავაზის სკოლის მოსწავლეებმა HolidayCard Exchange პროექტის ფარგლებში სადღესასწაულო ბარათები დაამზადეს
10-03-2017
-
+


გავაზის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მზია გაგნიძე, მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად მიმდინარე სასწავლო წელსაც ჩაერთო საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის IEARN პროექტში - HolidayCard Exchange.

პროექტი ესგ-ს სტანდარტებს შეესაბამება და მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა გამოიჩინონ ინტერესი და გამოავლინონ ტოლერანტული დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებების მიმართ. ამასთან, პროექტი ეხმარება მოსწავლეებს უცხო ენის პრაქტიკულად გამოყენებაში.

მოსწავლეებმა პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაცია თარგმნეს და დაინტერესებულ პირთათვის დაამუშავეს. პროექტის მონაწილეებამ დაამზადეს სადღესასწაულო ბარათები 8 პარტნიორი ქვეყნისთვის. მათ მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყნის ისტორიის, დღესასწაულების, ტრადიციების, კერძების, თავიანთი საქმიანობის და სკოლის შესახებ. მოსწავლეებმა ბარათები პარტნიორი ქვეყნებიდანაც მიიღეს, დაამუშავეს ინფორმაცია, მოაწყვეს გამოფენა-პრეზენტაცია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნეს პარტნიორი ქვეყნების ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები, კერძები სხვადასხვა ფორმატით. მოსწავლეებმა ხატია ბეგაშვილმა და რუსუდან თათრიშვილმა ბელორუსიული რეცეპტის მიხედვით დაამზადეს კარტოფილის ბლინები და აუდიტორიას დასაგემოვნებლად შესთავაზეს.   

პროექტის მონაწილეებმა პრეზენტაციისათვის ტექნოლოგიური საშუალებები გამოიყენეს. მოსწავლეებმა პრეზენტაცია voicethread, photopeach, powerpoint-ის გამოყენებით გააკეთეს.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, პროექტი მათ დაეხმარა სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში, ინგლისური ენის შესწავლაში და მის პრაქტიკულად გამოყენებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს

„საშინაო დავალება მოსწავლის შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული“ - თლუღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთო გვენცაძე

სკოლები

„ეს დღე ტკივილის ლოცვაა და სიჩუმის სიმღერა, რომელსაც თაობები ჩუმად, მაგრამ მტკიცედ მიჰყვებიან“

ჯგალის თემის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა, რომელშიც სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
 

მოსწავლეებს აუხსნეს, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე და რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს მას ქართული ენის დაცვისა და ეროვნული თვითმყოფადობის კონტექსტში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება