მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„უმაღლეს სასწავლებლებს, ისე, როგორც პროფესიულ სასწავლებლებს, მიეცემათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული ნებისმიერი დიპლომი იქნება თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუ მას ამის სურვილი ექნება, თავისუფლად დასაქმდება ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა მთავრობის პრიორიტეტია ადგილობრივი ეკონომიკა პროფესიონალებით იყოს უზრუნველყოფილი.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ პროფესიულ სწავლებაზე. ჩვენ ავირჩიეთ სამი ქვეყნის გამოცდილება – გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის, ვინაიდან, სწორედ ამ ქვეყნების გამოცდილება ითვლება ყველაზე წარმატებულად პროფესიული განათლების თვალსაზრისით. ამ მიმართულების მთავარი მიზანი იქნება, რომ მოქალაქეები მყისიერად უზრუნველყოფილი იქნებიან სამსახურით მას შემდეგ, რაც გაივლიან პროფესიული სწავლების კურსს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე.
„დაფინანსების ის სისტემა, რომელიც უმაღლეს განათლებაში გვაქვს, ორიენტირებულია რაოდენობაზე და არა ხარისხზე. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები იქნება სრულად თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება