მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანიაში სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე ჩაერთო.
XII კლასის მოსწავლემ ქეთევან აბჟანდაძემ თემაზე - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ მოხსენება გააკეთა.
„მონაწილეთა გზავნილი საზოგადოებისადმი ასეთი იყო - ადამიანების გენეტიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სწორად ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც დაუნის სინდრომის მქონე პირთა ცხოვრებაში აუცილებელი და საჭირო ცვლილებისთვის, ასევე საზოგადოების პოზიტიური ფორმირებისთვისაც!
ჩვენი ამოცანაა, სწორი ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე, რათა ყველამ იცოდეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ისევე ცხოვრობენ, როგორც სოციუმის სხვა წევრები. ჩვენ ვეწინააღმდეგებით აზრს: ჩვენ და ისინი! ჩვენი აზრით, ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი. 46=47 და 3x21=47 „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე