მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მინდა, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი კენჭისყრის შედეგით, მიღებული გადაწყვეტილება სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნის შესახებ არ იცვლება.
„აღნიშნულით ის მოცემულობა და გადაწყვეტილება არ იცვლება, რაც არის მიღებული. ორი მოსმენით, მაღალი ლეგიტიმაციით კანონპროექტს მხარდაჭერა ჰქონდა. მხარდაჭერის პრობლემა არ არის, არის ტექნიკური პრობლემა. რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა, რომ დარბაზში აკუსტიკასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზები არსებობს. ორი შესაძლებლობა გვაქვს – არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენოთ განმეორებით კენჭისყრაზე და ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პოლიტიკური გადაწყვეტილების პრობლემა არ გვაქვს, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ვცდილობთ, გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი. როგორც კი ეროვნული ბანკის მოხსენება დასრულდება და თუ დროულად დასრულდება, შესაძლებლობა გვექნება, კენჭისყრის პროცედურას მივუბრუნდებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა.
კანონპროექტით ხდება იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება