სიახლეები
ეტალონი

''განათლების კუთხით ''ეტალონის'' მსგავსი პროექტი საქართველოში არ არსებობს'' - ''ქალაქ ახალციხის ეტალონი'' მოსწავლე ემოციებს ვერ მალავს
10-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ქალაქ ახალციხის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქალაქ ახალციხის N5 სკოლაში ჩატარდა.  

ქალაქ ახალციხის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი მარინა მერაბიშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ქალაქ ახალციხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ქალაქ ახალციხის N5 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლევან ზაზაძე დაეუფლა.

''ქალაქ ახალციხის ეტალონი მოსწავლის'' ლევან ზაზაძის თქმით, გამარჯვება მოულოდნელი იყო:

''ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გამარჯვებას არ ველოდი. მადლობელი ვარ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის, განათლების კუთხით ''ეტალონის'' მსგავსი პროექტი საქართველოში არ არსებობს. უმჯობესი იქნება, ტელევიზიაში რომ გადიოდეს. კმაყოფილი ვიქნები, თუ ფინალშიც მივაღწევ წარმატებას.''

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე აღნიშნავს, რომ ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა: 

''მივესალმები ბატონი გოჩას საქმიანობას. ორგანიზებულად და ლამაზად ჩატარდა ახალციხეში ''ეტალონი მოსწავლის'' გამოსავლენი ღონისძიება. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ასეთი კარგი შედეგები აჩვენეს. მუნიციპალიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს  ამ პროექტს, რადგან მოსწავლეების განათლებას, მოტივაციას ემსახურება. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს.''

მერის პირველი მოადგილის ილია ზარდიაშვილის თქმით, ,,ეტალონი’’ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტია: 

''საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან მომეწონა. შედეგებითაც კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ლოგიკურად დასრულდა. ''ეტალონი'' არის სახელმწიფოებრივი მნიშვენელობის პროექტი. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი იარაღი ცოდნა და განათლება უნდა გახდეს. ''ეტალონი'' საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებს განათლების პოპულარიზაციაში.''

ახალციხის N5 სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე მადლობას უხდის ,,ეტალონის’’ შემოქმედებით ჯგუფს:

''ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი სკოლის მოსწავლე გახდა გამარჯვებული. ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, წარმატებებს ვუსურვებ მათ. მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროეტის ორგანიზატორებს ''ეტალონის'' განხორციელებისათვის. ინტელექტ-შეჯიბრი ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის, ინტელექტის გამოვლენას. მოხარულები ვიქნებით თუ უფრო ხშირად ჩატარდება ასეთი პროექტები რაიონებში.''

რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძის თქმით, მოსწავლეების დაინტერესება პროექტის მიმართ ძალიან მაღალია:

''ეტალონი'' ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტია. ღონისძიებაში ჩართული იყო, როგორც კერძო ასევე საჯარო სკოლები. მოსწავლეებს მიეცათ თავიანთი ცოდნის გამოვლენის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები კიდევ უფრო დაინტერესდებიან განათლებით. ინტელექტ-შეჯიბრი ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. პროექტი ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენაში გვეხმარება. დიდი მადლობა ბატონ გოჩას ამ შესაძლებლობისთვის. ინტელექტ-შეჯიბრის მიმართ ბავშვების დაინტერესება ძალიან მაღალია და ეს ძალიან სასიხარულოა.''

''ქალაქ ახალციხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ლევან ზაზაძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება