მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სკოლებში მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, მეტიც, აღნიშნული მაჩვენებელი საკმარისად არ ასახავს რეალურ სურათს“, - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველი 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სკოლებში არსებული დისციპლინური სახდელები და ძალადობაზე რეაგირების არსებული მექანიზმი, სკოლის დისციპლინური კომიტეტებისა და სამეურვეო საბჭოების საქმიანობა, არ არის ორიენტირებული ბავშვის, როგორც ძალადობის მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის საუკეთესო ინტერესებსა და რეაბილიტაციაზე.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური სერვისის საქმიანობის გაძლიერება ადამიანური რესურსების გაზრდისა და ტერიტორიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.
„სკოლებში არსებული დისციპლინური სახდელები და ძალადობაზე რეაგირების არსებული მექანიზმი, სკოლის დისციპლინური კომიტეტებისა და სამეურვეო საბჭოების საქმიანობა, არ არის ორიენტირებული ბავშვის, როგორც ძალადობის მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის საუკეთესო ინტერესებსა და რეაბილიტაციაზე.
2018 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა და სამოქმედო სტრატეგია. ამიტომ, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება არაერთგვაროვან ხასიათს ატარებს და არ იძლევა შემთხვევათა სიღრმისეული შესწავლის, ამასთან, ბავშვის მიერ აზრის გამოხატვის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
აღსანიშნავია, ისიც რომ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე მანდატურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში 1 200-ზე მეტი ბენეფიციარი გადამისამართდა, ხოლო 2017-2018 წელს - 2 732 მოსწავლე.
ამასთან, 2018-2019 სასწავლო წელს მანდატურის ფსიქოლოგიური მომსახურების სამსახურში გადამისამართების მიზეზებს შორის პირველ ადგილზე ემოციური პრობლემები სახელდება, აღნიშნული მიზეზით ამ სასწავლო წელს ცენტრში 830 მოსწავლე გადამისამრთდა, დესტრუქციული ქცევის გამო - 477, ხოლო ძალადობის გამო კი - 61.
რაც შეეხება 2017-2018 სასწავლო წელს, ემოციური პრობლემების გამო 1 855 მოსწავლე იყო მანდატურის ფსიქოლოგიური მომსახურების სამსახურში გადამისამართებული, დესტრუქცული ქცევის გამო - 1 086 მოსწავლე, ხოლო ძალადობის გამო - 204 მოსწავლე.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, როგორც თვითდინებით, ისე რეფერირების მექანიზმით, 2017-2018 წელს მანდატურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადამისამართდა 2 732, ხოლო 2018-2019 წელს (2019 წლის 28 იანვრის მონაცემებით) - 1 203 ბენეფიციარი.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში, ფსიქოლოგიური სერვისით გადამისამართებულ ბენეფიციართა 80%-მა ისარგებლა, ბენეფიციარების მიერ მომსახურების მიღება ხშირად დაკავშირებულია ტერიტორიულ სიშორესთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური სერვისის საქმიანობის გაძლიერება ადამიანური რესურსების გაზრდისა და ტერიტორიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება