სიახლეები
ეტალონი

პირველივე ცდაზე მერვე კლასელი მარიამ ჩხაიძე ''ქალაქ ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე'' გახდა
13-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ქალაქ ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქალაქ ოზურგეთის N2 სკოლაში ჩატარდა.  

ქალაქ ოზურგეთის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსი თემურ მოქია, ქალაქ ოზურგეთის N2 სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ქალაქ ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ქალაქ ოზურგეთის N3 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ჩხაიძე დაეუფლა.

''ქალაქ ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე'' მარიამ ჩხაიძე ''ეტალონში'' მონაწილეობას ყველა მოსწავლეს ურჩევს:

''ისეთ ბავშვებთან ერთად ვმონაწილეობდი, რომ გამარჯვება ნამდვილად არ წარმომედგინა, ახლაც არ მჯერა, რომ ოზურგეთის მასშტაბით პირველ ადგილზე გავედი. ძალიან გახარებული და გაოცებული ვარ. ''ეტალონში'' მონაწილეობა ჩემთვის კიდევ უფრო მეტ წარმატებას ნიშნავს. ამ პროექტში მონაწილოებას ყველა მოსწავლეს ვურჩევ, რადგან დიდ გამოცდილებას შეიძენენ. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ არაფერია შეუძლებელი.''

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსის თემურ მოქიას თქმით, მოსწავლეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს:

''პროექტი არის ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ბავშვების დაინტერესება და მაღალი ჩართულობა სწორედ ამის დასტურია. შედეგები ძალიან სასიამოვნო იყო, მაღალი ქულები მიიღეს ჩვენმა ბავშვებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კვლავაც გავაგრძლებთ ''ეტალონთან'' თანამშრომლობას, რადგან ეს პროექტი ყველას სჭირდება. ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა ამ კეთილშობილურ საქმეში მონაწილეობა.''

ქალაქ ოზურგეთის N2 სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე აღნიშნავს, ''ეტალონი'' ინტელექტუალური შეჯიბრების საუკეთესო გამოვლინებაა:

''ეტალონი'' არაჩვეულებრივი პროგრამით მიმდინარეობდა, ბავშვები ძალიან დაინტერესებული და მომზადებულები იყვნენ. მოსწავლეებს იმდენად კარგი შედეგები ჰქონდათ, რომ დამარცხებული, შეიძლება ითქვას, რომ არავინ არ ყოფილა. ''ეტალონი'' ინტელექტუალური შეჯიბრების საუკეთესო გამოვლინებაა. ამ პროექტში მოსწავლეთა განათლება ყველაზე კარგად ჩანს, არამარტო ერთი დისციპლინის მიხედვით, არამედ ყველა დისციპლინის მიხედვით და სწორედ ამას ვცემ ყველაზე დიდ პატივს.''

''ქალაქ ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი მარიამ ჩხაიძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში პოზიტიური, პატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, სასკოლო კულტურა სუფევს

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

ჩოლურის საჯარო სკოლაში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება