მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლაში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.
მოეწყო მცირე გრანტის პროექტის „ჩემი საყვარელი სივრცე“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები.
მცირე გრანტის პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს „პროექტი ჰარმონია“-PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. მცირე გრანტის ბიუჯეტით გათვალისწინებული 450$ თანხით ქართული მხატვრული საბავშვო ლიტერატურა და საოფისე ავეჯი შეიძინეს.
მოსწავლეებმა მოამზადეს მცირე ინსცენირება ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩადან“, რომელიც წარმოადგინეს პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე. შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ მოწვეული სტუმრები: „პროექტი ჰარმონია“ -PH International-ის პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების კოორდინატორი ინგა ქიბროწაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზნობრივი პროგრამის ხელმძღვანელი ლალი წიკლაური და კოორდინატორი თამთა ნაცვალაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, სიქა-საგანმანათლებლო ინიცატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენლები, სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ სახელით სკოლას გადაეცა ქართული წიგნები.
პროგრამა „მომავლის თაობამ“ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი გადასცა გიორგი კეკელიძეს და დმანისის მერიას. მოწვეულ სტუმრებს გადაეცათ პროგრამის „მომავლის თაობა“ სამახსოვრო საჩუქრები.
პროექტი განახორციელეს კონსულტანტ-მასწავლებლებმა, პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეებმა ნატა კვარაცხელიამ და ნათია ნადარეიშვილმა, პედაგოგებ გვანცა ბერაძესთან და გიას მამედოვთან ერთად.
„დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, მოწვეულ სტუმრებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელებს, ლალი წიკლაურსა და თამთა ნაცვალაძეს მობრძანებისთვის და საჩუქრებისთვის. პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, როგორც პროგრამის ისე, ქართული სექტორის ყველა მასწავლებელს მეთოდურ ლიტერატურასა და სასწავლო რესურსებთან ერთად“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე