საგაზაფხულო არდადეგებს ახალქალაქელი მოსწავლეები ''ეტალონში'' მონაწილეობით ასრულებენ
14-03-2017
დაკოპირებულია
-
+
ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ახალქალაქს სტუმრობს.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახალქალაქის სპორტდარბაზში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ახალქალაქის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსი ვალერი სტერმაშოვი, რესურსცენტრის უფროსი ტერეზა ჩივჩიანი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“