რა ქულას მიიღებს მოსწავლე, თუ მან გამოსაშვებ გამოცდაზე 10 შეცდომა დაუშვა
10-06-2017
დაკოპირებულია
-
+
რა ქულას მიიღებს მოსწავლე, თუ მან გამოსაშვებ გამოცდაზე 10 შეცდომა დაუშვა?
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მოსწავლის ქულის, რომელმაც მაგალითად, 10 შეცდომა დაუშვა, წინასწარ ზუსტად თქმა შეუძლებელია.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ
რომელ დავალებებზე გასცა პასუხი სწორად და რომლებზე - შეცდომით.
ასეთი
მოსწავლეების (მათ, ვინც ზუსტად 10 შეცდომა დაუშვეს) ქულების დიაპაზონი
საკმაოდ დიდია.
შეიძლება მხოლოდ ითქვას, საშუალოდ რამდენ ქულას
მიიღებენ ეს მოსწავლეები და დიდი ალბათობით რა ინტერვალში მოხვდება მათი
ქულები. მაგალითად, წინა გამოცდების დროს მათემატიკის გამოცდაში, ვინც 10 შეცდომა დაუშვა,
საშუალოდ 8.1 ქულა მიიღო, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც 8.5 ქულა
მიიღო და ისეთებიც, ვინც მიიღო მხოლოდ 7.8 ქულა.