მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აპრილის ბოლოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება, როგორც მომავალ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატანი ცვლილებები, ისე სკოლის მე-4, მე-6 და მე-10 კლასებში ჩასატარებელი გამოცდების სისტემა. აღნიშნული სიახლის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
„პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია საატესტატო გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით, ემსახურება იმ დუბლირების, ორი ცენტრალიზებული, მაღალი რისკის გამოცდებიდან უფრო ეფექტური სისტემის მიღებას. აპრილის ბოლოს ველოდებით განათლების სამინისტროდან სამუშაო დოკუმენტს, რომელშიც იქნება აღწერილი კომპლექსურად, როგორც ეროვნულ გამოცდებთან მიმართებაში მომავალი წლისთვის დაგეგმილი ცვლილებების სამუშაო პროექტი, ასევე სკოლის ეტაპზე, მე-4, მე-6 და მე-10 საფეხურებზე სადიაგნოსტიკო და შეფასებითი გამოცდების სისტემა. მოსწავლეებს სჭირდებათ საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და სწორედ ამ გარემოთი უნდა უზრუნველვყოთ მათი დაინტერესება და სკოლაში ჩართულობა და არა - ხისტი საგამოცდო სისტემით, რომელიც ხარისხობრივად ნამდვილად არ აუმჯობესებდა სასწავლო გარემოს“, - განაცხადა ჯაშმა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტი 8 აპრილს დაამტკიცა. შესაბამისად, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლის საატესტატო ე.წ. CAT-ის გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება