მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი საკვები პროდუქტები არ გამხდარა - აღნიშნულის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თინიკო ხანჯალიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აღსაზრდელების მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ, სასმელი წყალია.
„პროდუქტიდან ბავშვების ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ლაბორატორიულად ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურდა. სავარაუდოდ, მოწამვლა სასმელმა წყალმა გამოიწვია, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით სინჯებს წყლიდან ისევ აიღებს“, - განმარტა თინიკო ხანჯალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებში ინტოქსიკაცია 2 აპრილს დაფიქსირდა. 23 ბავშვი თელავის ორ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს, სადაც მათ დეინტოქსიკაციისთვის საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება