მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხელ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 26 საჯარო საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობისა და სპორტსმენის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-9დ კლასის მოსწავლე ნათია ზაზაძემ (კლასის ხელმძღვანელი: მაია თათეშვილი), რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია მისთვის საყვარელი სპორტის სახეობის, პარასპორტისა და სპორტსმენის - ირმა ხეცურიანის შესახებ.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაციების ავტორებს მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელები კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე