მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმში 4 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 8 მაისს გაიმართება, სადაც „ბათუმის ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე:
„საკმაოდ დიდი აქტივობა იყო ბათუმში. „ეტალონის“ ჩემპიონატში ჩვენი სკოლების უმეტესობა ჩართულია. პირველ ტურში, რამდენადაც ვიცი კარგი შედეგები აჩვენეს ჩვენმა მოსწავლეებმა და ძალიან მალე ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდება, ვინ წარადგენს ბათუმს პროექტის ფინალში. „ეტალონის“ მნიშვნელობა ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მაღალია. აქ ისინი ახერხებენ საკუთარი ცოდნის გამოვლენას და ამ ცოდნით წარმატების მიღწევას“.
მერიის წარმომადგენელი ია შალამბერიძე:
„ეტალონის“ პროექტი ბათუმში უკვე მესამე წელია რაც ხორციელდება. ინტელექტუალური ჩემპიონატები, ვფიქრობ, ძალიან მიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების ინტელექტუალური განვითარებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის ნამდვილად ზრდის მოტივაციას. ამდენად, ვფიქრობ, „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც სწორად არის გათვლილი შედეგზე და ამ შედეგსაც ყოველთვის იძლევა“.
ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე:
„დამაკმაყოფილებლად ჩატარდა პირველი ტური ჩვენს სკოლაში. ძალიან მალე გვეცოდინება მეორე ტურში გადასულთა სია და მოსწავლეებიც უკვე დაიწყებენ მომზადებას. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები დაინტერესებულები არიან და მეცადინეობენ „ეტალონისთვის“.
ბათუმის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მედეა ცინცაძე:
„ჩემპიონატის მიმართ დაინტერესება ჩვენს სკოლაში ძალიან მაღალია. პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. გამოვიყენეთ ტესტების ყველა ვარიანტი და ბავშვებმა ძალიან მაღალი შეფასება აიღეს. ახლა უკვე ველოდებით მეორე ტურში გადასულთა სიას და იმედი ნამდვილად გვაქვს წარმატების“.
ბათუმის N30 საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ბარამიძე:
„ჩემპიონატის პირველმა ტურმა შესანიშნავად ჩაიარა. დაინტერესება მოსწავლეებში ძალიან მაღალია. მინდა აღვნიშნო ტესტები, რომელიც ძალიან მოგვწონს. აქ სასკოლო პროგრამასთან ერთად მოსწავლეს მოეთხოვება ზოგადი ცოდნა, რაც ძალიან კარგია“.
ბათუმის N30 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნონა ევგენიძე:
„ძალიან მომეწონა ბავშვების ნამუშევრები. განსაკუთრებით მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეების. ეს კითხვარი ძალიან კარგია და აფასებს ზოგად ცოდნას. ლოგიკური და სააზროვნო კითხვები იყო. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსწავლეებს აქვთ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ცოდნა“.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაში:
„ამ ამბავში ყველაზე კარგი არის ის, რომ მოსწავლეებში დაინტერესება ძალიან მაღალია. ისინი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს. ამ კონკურსის საშუალებით ჩვენი ბავშვები ახერხებენ საკუთარი ცოდნის და ნიჭიერების გამომჟღავნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი ეტაპისთვის მომზადებას ბავშვები დამოუკიდებლადაც ახერხებენ. თუმცა, მათ ყოველთვის მხარში უდგანან ჩვენი სკოლის პედაგოგები“.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი რუსლან ბერიძე:
„ჩვენი სკოლიდან პირველ ტურში 13 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგანაც ყველაზე მაღალი 85 ქულა დაფიქსირდა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შედეგია თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით როგორია რეიტინგი ქალაქის მასშტაბით, არ ვიცით რამდენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ჩვენი სკოლიდან“.
ბათუმის N20 საჯარო სკოლის დირექტორი თეა დავითაძე:
„ეტალონის“პირველი ტური აპრილის დასაწყისში ჩატარდა ჩვენს სკოლაში. მონაწილეების ნახევარმა გადალახა 51 ქულიანი ბარიერი და ახლა ისინი უკვე ელოდებიან მეორე ტურში გადასულთა სიას. მასწავლებლები ეხმარებიან ბავშვებს მომზადებაში. მათ ნახეს გასული წლების კონკურსების კითხვები და ამ კითხვების დახმარებით შექმნეს ანალოგიური სავარჯიშოები. მოსწავლეებში დაინტერესება არის ძალიან მაღალი. მეცადინეობენ და ცდილობენ საკუთარი ცოდნით მიაღწიონ წარმატებას“.
ბათუმის N20 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დარეჯან იმნაიშვილი:
„ჩვენს სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. მერვედან- მეთერთმეტე კლასის ჩათვლით 42 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ ძალიან კარგი შედეგები აიღეს და ახლა უკვე ელოდებიან ოფიციალურ სიას, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება, რამდენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას შემდეგ ტურში. ბავშვები ძალიან არიან დაინტერესებული, ბევრს მეცადინეობენ პედაგოგების დახმარებით და დიდი მოლოდინი აქვთ „ეტალონის“ შემდეგი ტურის მიმართ“.
ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ნური ჯაფარიძე:
„ჩვენს სკოლაში პირველმა ტურმა ნორმალურად ჩაიარა. ბავშვებში დაინტერესება ძალიან დიდია. მეცადინეობენ და დარწმუნებული ვარ ისინი აუცილებლად ასახელებენ ჩვენს სკოლას ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზეც“.
ბათუმის N29 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლიანა მიქელაძე:
„პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეები რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად მუშაობდნენ. 10 მოსწავლე მონაწილეობდა და 2 ის გარდა ყველამ შემოხაზა „თამამი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ მეორე ტურში მონაწილეობის და პირველობის მოპოვების. ზოგადად, დაინტერესება ძალიან მაღალია და ბავშვები სიხარულით ელოდებიან „ეტალონს“.
ბათუმის N1 სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე:
„დაინტერესება ძალიან მაღალია. პროცედურებმა წარმატებულად ჩაიარა. საორგანიზაციო მხარე ჩვენი სკოლის ადმინისტრატორმა მთლიანად უზრუნველყო. ზოგადად ძალიან კარგი ბავშვები გვყავს და ველოდებით წარმატებებს“.
ბათუმის N1 სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დათო ქურიძე:
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან მონდომებულები არიან. ვფიქრობ, „ეტალონი“ ნამდვილად ქმნის და ზრდის მოტივაციას ბავშვებში. ასევე, ის აძლევს საშუალებას ჩვენს მოსწავლეებს მიიღონ გამოცდილება“.
ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე:
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან მომზადებულები შეხვდნენ „ეტალონის“ პირველ ტურს და მაღალი შეფასებები აიღეს. შედარებით მაღალი ქულები უფროს კლასებში დაფიქსირდა. ჩვენთვის ჯერ უცნობია ვინ გადავიდა მეორე ტურში. ამდენად, ამ ეტაპზე ველოდებით ამ ინფორმაციას და უკვე მოვემზადებით მეორე ტურისთვისაც“.
ბათუმის N22 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნესტან დიასამიძე:
„პირველ ტურში ჩვენი სკოლის 32- მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შედეგები საკმაოდ მაღალია და ვფიქრობ რამდენიმე მოსწავლე მაინც გადავა შემდეგ ეტაპზე. ეს პროექტი, ვფიქრობ , ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის. ის მოიცავს ყველა საგანს და მოითხოვს ზოგად ცოდნას. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა