მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის რაიონ ნიგვზარის საჯარო სკოლაში დღეს, დიდი ემოციით გაიხსენეს მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის ქრონიკები, დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა. კიდევ ერთხელ გაისმა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის მიერ, მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“...
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მეცხრეკლასელთა გულწრფელი სიტყვები. მათ იმ ღამით აქციაზე ყოფნა ინატრეს, გმირების გვერდით დგომა! დიდი მადლობა ისტორიის მასწავლებლებს: გულნარა ძინძიბაძეს და ცირა ქიმერიძეს საინტერესო გაკვეთილებისთვის! " სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული!" - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
1989
წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქცია მსხვერპლით დასრულდა. ეს მძიმედ გასახსენებელი თარიღი სიამაყით ავსებს ქართველი კაცის გულს. იმ ღამეს გმირებად იქცნენ გოგო-ბიჭები... სამშობლომ მსხვერპლად მოითხოვა ჯერ არ შობილი სიცოცხლეც!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...