მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეკონომიკა და უმაღლესი განათლება ერთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წელს განათლების დაფინანსება პიკს მიაღწევს, ხოლო ერისთვის ეს პერსპექტივა იქნება.
„განათლების რეფორმა, რომელიც ჩვენი ეროვნული იდეაა და რომელზეც პრემიერმაც და ჩვენმა გუნდმაც არაერთხელ ისაუბრეს და საზოგადოებას გააცნეს. ჩვენ 2022 წლისთვის პიკს მივიღებთ დაფინანსების, ბიუჯეტის მეოთხედი იქნება დაფინანსება განათლებაში, ეს არის ის, რაც ჩვენს ერს პერსპექტივას უსახავს. წინასწარი მუშაობა მიდის იმისთვის, რომ განათლების სამინისტრო მომზადებული შეხვდეს ამ ყველაფერს. სამუშაო შეხვედრები მიდის და მეც ვესწრებოდი. რეფორმების ნაწილი უკვე გამოიტანეს, განხილვა ისევ გრძელდება და საზოგადოება ამას კარგად გაიგებს. ამასთან, მე დავინახე ის, რაც მიღწევადია. ეკონომიკა და განათლება ერთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და ჩვენ უკვე ვიწყებთ და ვაპირებთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლებოდეს ის, რისი ადგილიც არის ეკონომიკაში, ამას ჩვენ დავაბალანსებთ. ასევე ძალიან ბევრი იქნება პროფესიული გადამზადებები. ამ მხრივ სამუშაო ადგილების შესატყვისობებში დასაქმებაც გაიზრდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება