მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-12 კლასელებისთვის სკოლაში თავისუფალი დასწრება მიმდინარე სასწავლო წელს აღარ გამოცხადდება.
ამის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.
„მე-12 კლასელებს თავისუფალი დასწრება არ ექნებათ. როგორც გვითხრეს, წელს აღარ იქნება. თუ რამე შეიცვლება, გამოვაცხადებთ“, - განაცხადეს სამინისტროში.
მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის დონეზე ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.
ცვლილების მიზეზი სავარაუდოდ, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ გამოიწვია. როგორც იცით, სასკოლო გამოცდებს მე-12 კლასის მოსწავლეები მაისში აბარებდნენ, ხოლო თავისუფალი დასწრება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის აპრილის ბოლოდან იწყებოდა. მაგალითად, გასულ წელს 24 აპრილიდან დაიწყო და სასწავლო წლის ბოლომდე მოსწავლეებს გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში არები არ ეწერებოდათ.
ასევე იხილეთ: როდის დაითხოვენ წელს მე-12 კლასის მოსწავლეებს?!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება