მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის დროს მოხდა და კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი შემთხვევა ადრეც მოხდა, ოღონდ მეორე სართულზე, რის შედეგადაც ჭერი დამატებით გამაგრდა.
„არავინ დაშავებულა, ჭერიდან 4 ამსტრონი ჩამოვარდა, ეს არის ჭერის ისეთი ტიპი, რომელიც ოთხკუთხედი დიდი ფილებით კეთდება. ფილები იმ სივრცეში ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვები არ იყვნენ. მსგავსი ფაქტი გასულ წელს მოხდა მეორე სართულზე, ამ საქმეში ინფრასტრუქტურის სამსახური ჩაერია და ხელახლა გამაგრდა ჭერი. მას შემდეგ მსგავსი შემთხვევა მეორე სართულზე აღარ განმეორებულა. ახლაც ინფრასტრუქტურიდან ველოდებით, როდის ჩამოვლენ და თუ რამე გასაკეთებელი იქნება, გააკეთებენ.
უშუალოდ სკოლას მთლიანად ჩაუტარდა რეაბილიტაცია 2016 წელს. რაც გაკეთდა ამსტრონის ჭერი ახალი შემოსული იყო და ჩვენი სკოლა პირველი იყო, სადაც ჭერის ეს ტიპი გაკეთდა. მეორე სართულზე მომხდარი ფაქტის შემდეგ პოლიციაც იყო მოსული, შეამოწმეს, ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით იყო გაკეთებული. მიუხედავად ამისა, ჭერი დამატებით დაამაგრეს. პირველ სართულზე როგორ იქნება არ ვიცი, ალბათ, გააკეთებენ ისე როგორც საჭიროა, მართალია ფილები მძიმე არ არის, მაგრამ ბავშვები არიან და თანაც უსაფრთხო სკოლა უსაფრთხო უნდა იყოს“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება