სიახლეები
სკოლები

სარეკის სკოლის მოსწავლეები თანადგომას უცხადებენ 21 წლის გიორგი კალიაევის, რომელსაც მწვავე სახის ლეიკემია დაუდგინდა
11-04-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის სკოლის მოსწავლეები თანადგომას უცხადებენ 21 წლის ფოტოგრაფ გიორგი კალიაევის, რომელსაც მწვავე სახის ლეიკემია დაუდგინდა.

სარეკის სკოლის მოსწავლეები გიორგის დასახმარებლად საჩხერეში, ხალხის თავშეყრის ადგილებში მართავენ საქველომქედო ღონისძიებებს, მღერიან და ცეკვავენ. პირველი აქციის დროს შეგროვდა 810 ლარი, მეორე აქციის დროს - 473 ლარი და ჩაირიცხა გიორგის ანგარიშზე. ახლა კი გეგმავენ ქალაქ ჭიათურაში წასვლას.

„გიორგი გასულ ზაფხულს მოულოდნელად ცუდად გახდა, რამდენიმე დღე რეანიმაციაში იწვა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. დაუდგინდა მწვავე სახის ლეიკემია. სასწრაფოდ დასჭირდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საზღვარგარეთ. საზღვარგარეეთ წასვლამდე გაიკეთა არაერთი მაღალდოზირებული ქიმია. საზღვარგარეთ (თურქეთში) ტრანსპლანტაციის წინა პერიოდების ანალიზების კვლევისას აღმოჩნდა რომ მეტასტაზები თავის ტვინზეც გადავიდა.

ოპერაცია გადაიდო და სასწრაფოდ დაინიშნა სამკვირიანი მკურნალობის კურსი მკურნალობის თანხა 30 000$-ს შეადგენს. გიოს მერიამ უკვე დაუფინანსა ტრანსპლანტაციის თანხა 65 000$ და გარდა ამისა, კახი კალაძის გადაწყვეტილებით მისთვის 20 000 ლარიც გამოიყო მერიიდან, თუმცა ეს თანხა არაა საკმარისი.. 

დღეს გიოს მდგომარება კრიტიკულია. აქვს გაუსაძლისი ტკივილები და არა მარტო გადაადგილება მოძრაობაც კი უჭირს... არცერთი დღის დაგვიანება არ შეიძლება. საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა, რომელიც 30 000$ ღირს. ოჯახს უკვე ამოეწურა ყველანაირი სახსრები.... კახა კალაძე გიორგი კალიაევის დახმარების საკითხზე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილს ესაუბრა.

ფეისბუქლაივის დასრულების შემდეგ, კახა კალაძე სოციალური სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მერია გიორგის 20 000 ლარით დაეხმარება. გიორგი, ჩვენი სკოლის ერთერთი წარმატებული კურსდამთავრებულის ავთო გაფრინდაშვილის მეგობარია. ავთოს და მე-12 კლასის მოსწავლე ნინო გაფრინდაშვლი საჩხერის რაიონის „ეტალონი მოსწავლეა“. სკოლაში სწავლობს ავთოსა და ნინოს უმცროსი ძმა ნიკოლოზი და მათი ინიციატივით, სარეკის სკოლის მოსწავლეები თანადგომას უცხადებენ გიორგის და საჩხერეში აწყობენ აქციებს“,-ნათქვამია სარეკის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები

ექსკურსიას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა

 ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან - ძმები გიორგი და დავით გიგანები და ნიკოლოზ ზურაბიანი

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიბაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება