მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N2 საჯარო სკოლის 2ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მადონა ფედიჩკინას ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „9 აპრილი ჩვენი ტკივილია და 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა“ გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს, სანთლები დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მეორეკლასელებმა ასევე პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“