მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეისთვის 550 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. ყოველწლიურად კი სკოლის დასრულებისას წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცემათ.
ბოლო ორი სასწავლო წლის მონაცემებით, მედალს დაახლოებით 4 ათასამდე მოსწავლე იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლას მედალზე მოსწავლეთა 1%-იც კი ვერ ამთავრებს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით etaloni.ge გთავაზობთ, 2016-2017, 2017-2018 სასწავლო წლებში საჯარო და კერძო სკოლებში მედალოსანი მოსწავლეების სტატისტიკას:
2016-2017 სასწავლო წელს მოსწავლეების საერთო რაოდენობა - 564 729 იყო, მათგან 2 209 ოქროს მედალოსანი იყო, ხოლო 924 ვერცხლის მედალოსანი. თუ აღნიშნულ მონაცემებს პროცენტულ ჭრილში განვიხილავთ 2016-2017 სასწავლო წელს ოქროს მედალოსანი სულ მოსწავლეთა 0,39% იყო, ხოლო ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობამ 0,16% შეადგინა.
ამასთან, საჯარო სკოლის მოსწავლეების რაოდენობა - 509 000-მდე იყო, ხოლო კერძო სკოლაში - 55 ათასზე მეტი. ამათგან საჯარო სკოლის ოქროს მედალოსანთა რაოდენობა - 1 879 იყო, ხოლო ვერცხლის მედალოსნის რაოდენობამ - 781 შეადგინა. რაც შეეხება კერძო სკოლის მოსწავლეებში მედალოსანთა რაოდენობას, ოქროს მედალი 330-მა მოსწავლემ მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედალი 143-მა მოსწავლემ.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში გაცილებით მეტი მოსწავლე სწავლობს, ვიდრე კერძოში, პროცენტულად კერძო სკოლის მედალოსანი კურსდამთავრებულების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე საჯაროში.
კერძო და საჯარო სკოლებში მედალოსანი მოსწავლეების პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
საჯარო სკოლებში ოქროს მედალი მოსწავლეთა 0,37%-მა მოიპოვა, ხოლო ვერცხლის - 0,15%-მა.
კერძო სკოლებში ოქროს მედალი მოსწავლეთა 0,59%-მა მოიპოვა, ხოლო ვერცხლის - 0,26%-მა.
თითქმის მსგავსია 2017-2018 სასწავლო წლის მონაცემებიც, სასწავლო წლის დასაწყისისთვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 564 729 იყო, მათგან ოქროს მედალი 2 638 მოსწავლემ მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედალი - 1 059-მა.
აღსანიშნავია, რომ 2017-2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლაში 518 038 მოსწავლე სწავლობდა, ხოლო კერძოში - 57 143. რაც შეეხება მედალოსან მოსწავლეებს, საჯარო სკოლაში ოქროს მედალი 2 207-მა მოსწავლემ მოიპოვა, ხოლო ვერცხლის - 890; კერძო სკოლის მოსწავლეებში კი მედალოსანთა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: ოქროს მედალზე სკოლა 431-მა მოსწავლემ დაამთავრა, ხოლო ვერცხლის მედალზე - 169-მა.
პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, 2017-2018 წელსაც კერძო სკოლის მოსწავლეებმა უფრო მეტი მედალი მოიპოვეს, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კერძოდ:
საჯარო სკოლებში ოქროს მედალი მოსწავლეთა 0,43%-მა მიიღო, ხოლო ვერცხლი 0,17%-მა.
კერძო სკოლებში ოქროს მედალი მოსწავლეთა 0,75%-ს აქვს მიღებული, ხოლო ვერცხლი 0,3%-ს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება