მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე იქნება, საღამოს საათებში უმეტეს რაიონში კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
„ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელ-ჭექით. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 18-დან 21 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 19-24 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
რაც შეეხება 13 და 14 აპრილს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდენელი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში მოიმატებს 28 გრადუსამდეც, მთაში 24 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება არამდგრადი ამინდები მოსალოდნელია, ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ნარჩუნდება 20-25 გრადუსამდე.
დედაქალაქში დღეს არის არამდგრადი ამინდი, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხვალ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 20-21 გრადუსი, ხოლო შაბათ-კვირას საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-დან 22 გრადუსამდეა მოსალოდენელი“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება