მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის მორიგ კონკურსს მართავს, დღეს „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
ჩემპიონატის დაწყებამდე აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეები გაამხნევა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც ეხმარება თითოეულ მონაწილეს უდიდესი ტკივილის დაძლევაში.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის მინისტრი - მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი – ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის აფხაზეთის ა/რ ეტალონ მოსწავლეს“, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
ღონისძიება ემოციურ ფონზე მიმდინარეობს, შარშანდელმა გამარჯვებულმა მონაწილეები გაამხნევა სიმღერა აფხაზეთზე - „ფრთამოტეხილი მაფშალია“ შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.