მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ყველაზე მეტად მაკლია ფული, რომლითაც ვიყიდი დროს“ - ამბობს დათო ტურაშვილი.
ცნობილმა მწერალმა, დრამატურგმა მისთვის ასეთი ძვირფასი დრო სწორედ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლელებს დაუთმო.
შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა და ბიბლიოთეკას საკუთარი წიგნები საჩუქრად გადასცა.
მწერალმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და ყურადღება საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.
როგორც აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი რაც ქვეყანას გააჩნია ესაა საგანმანათლებლო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესება და იმ ადამიანების შრომის დაფასება, რომლებიც მომავალი თაობის აღზრდაზე არიან პასუხისმგებელნი.
საინტერესოდ მოსაუბრე მწერალმა სასიამოვნო გარემო შექმნა დიალოგისათვის და დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილზე განიხილეს დავით აღმაშენებლის მეფობა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე