მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის მორიგ კონკურსს მართავს, დღეს „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
ინტელექტ-ჩემპიონატი
სიურპრიზით დაიწყო. „ეტალონის“ პროექტის ავტორისა და წამყვანის, თანაწამყვანის
როლი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერელიძემ მოირგო, რამაც
როგორც მონაწილეებში, ისე დამსწრეებში დადებითი ემოციები გამოიწვია.
ღონისძიებას ესწრებიან მცხეთა-მთიანეთის სახელწიფო რწმუნებული შალვა
კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე მანანა სეთურიძე,
საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ ოდიშვილი, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის
უფროსი მაია ხუციშვილი, მერის თანაშემწე ძიძია გომიაშვილი, მერიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის, საინფორმაციო განყოფილების უფროსი ნინო გელაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ყაზბეგის ეტალონ მოსწავლეს“ ოლიკო გუჯარაიძეს, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ სიონის საჯარო სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს „ეტალონისა“ და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცემათ. საჩუქრებს გადასცემთ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულიც.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს
საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.
იხილეთ
ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.